Monday, June 25, 2012

ოცნებაა ..)) ^_^



 me dro aRar maqvs.. usaqmurobisgaan aRar mcalia, nu momacdenT isedac dro ar maqvs, .. ho imdeni rame damrCa saocnebod rom ar mcalia ,xom iciT cxovreba ra xanmoklea  1..2..3.. da ukve ocdaxuTi weli gavida .. 1..2.. da 25 jer aalages naZvis xe , 25 jer moatyues bavSvebi Tovlis babuiT . 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია.  ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცევინ იცისდამტოვეთ მარტო, ჩემს კომპიუტერთან! არ მითხრათ რომ ღამის 12 საათია, არ შემახსენოთ რომ არსებობს ძილი, რომ საჭიროა ის. დამტოვეთ ჩემს კომპიუტერთან და გაცვეთილ ოცნებებთან მარტო.ოღონდაც ნუ დამითვლით დროს, ნუ შემეკითხებით თარიღს, ნუ მეტყვით რომ დრო ფულია. ნუ გაგაკვირვებთ ჩემი უსაფუძვლო სენტიმენტალიზმი, ნაკლად ნუ ჩამითვლით რომ ცხოვრებას ისე არ  ვერგები როგორც ჭურჭელს სითხე.ნუ მეკითხებით რა არის ახალი. მე დროის მიღმა ვარ და აქ არც არაფერია ახალი და არც არაფერი ძველი. ნუ დამაბრალებთ პესიმიზმს და ნუ დამიწყებთ საუბარს ოპტიმიზმზე მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ნუ გამიბითურებთ რომანტიკას და ნუ უწოდებთ მას არაცნობიერ ონანიზმს.დამტოვეთ ოცნებებთან მარტო, ფოტოებთან რომლებიც ცოცხლდება ღამით, დამტოვეთ მარსზე ბროწეულების ხესთან, დამტოვეთ კოსმოსში, უცხო დედამიწაზედა არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამივლის! (imedia) ))

No comments:

Post a Comment